Logo
WebLaw
← უკან

„რა მოხდება, თუ ყველა საჭირო იურიდიულ მომსახურებას ერთი სივრციდან მიიღებ?“ WebLaw-ის ახალი ეტაპი

2026-12-09ავტორი: ნინი ბალავაძე

როგორ გაჩნდა WebLaw-ს შექმნის იდეა? რა იყო ის ძირითადი ხარვეზი ქართულ იურიდიულ ბაზარზე, რომლის შევსებაც გსურდათ და ვინ დგას ამ ინიციატივის უკან?

მსგავსი მომსახურების შექმნის იდეა კოვიდპანდემიის პერიოდში გაჩნდა. იმ დროს ბევრი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც საზოგადოებას დისტანციურ მომსახურებას სთავაზობდა, მაგალითად, ონლაინ კლინიკები. სწორედ აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ თუ ექიმს შეუძლია პაციენტს დისტანციურად მოემსახუროს, იურისტისთვის ეს კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია. ამ ინიციატივის უკან ვდგავარ მე და ჩემი გუნდი, რომელმაც თავდაუზოგავი შრომა ჩადო ამ იდეის განხორციელებაში. მჯერა, ერთ დღეს მივაღწევთ იმ მიზანს, რომ WebLaw ჩვენს ქვეყანაში ყველას ეცოდინება.

რა ტექნიკური გადაწყვეტილებები გამოიყენეთ იმისთვის, რომ WebLaw-ს პლატფორმა მაქსიმალურად მარტივი, ინტუიციური და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელი ყოფილიყო?

ვიმუშავეთ იმ კუთხით, თითქოს თავად ვიყავით მომხმარებლები და ვცდილობდით გაგვეაზრებინა, რა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პლატფორმით სარგებლობისას თავი კომფორტულად გვეგრძნო. ამის შემდეგ გუნდმა, რომელმაც პროექტს ხორცი შეასხა, ყველა იდეა რეალობად აქცია.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ციფრული სერვისები საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის და როგორ ეხმარება WebLaw ემიგრანტებს იურიდიული საკითხების დისტანციურად, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, მოგვარებაში?

ეს სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის, რადგან მათთვის დისტანციის გამო სრულყოფილი იურიდიული მომსახურების მიღება ხშირად რთულია. ამასთანავე, მათ კარგად აქვთ ათვისებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ამიტომ პლატფორმა მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ როგორც კომუნიკაციას, ისე საკუთარ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობას.

დროის დაზოგვა დღეს მთავარი პრიორიტეტია. საშუალოდ რამდენ რესურსსა და დროს ზოგავენ მოქალაქეები თუ ბიზნესები WebLaw-ს ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლები ზოგავენ იმ დროის ნახევარზე მეტს, რაც ფიზიკური მომსახურების შემთხვევაში იქნებოდა საჭირო.

ერთ-ერთი საინტერესო ფუნქციონალი ციხეზე ვიზიტის დაჯავშნაა. რამ განაპირობა ამ სერვისის გაციფრულება და როგორ ამარტივებს ის პატიმრების ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების შეხვედრების დაგეგმვას?

პირველ რიგში, ამ მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი თანხას იხდის არა ცალკე ორდერში, საქმის წარმოებაში ან სხვა პროცედურაში, არამედ მხოლოდ კონკრეტული დავალებისთვის, როდესაც ადვოკატი შედის დაწესებულებაში მდგომარეობის გასარკვევად, ინფორმაციის გასაცვლელად ან სხვა აუცილებელი მოქმედების შესასრულებლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომსახურებისთვის ეს უპრეცედენტოდ ხელმისაწვდომი ფასია.

ვინ არიან WebLaw-ს პარტნიორები და რას ნიშნავს ეს პარტნიორობა პლატფორმის საიმედოობისა და მასშტაბირებისთვის?

პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორია ჩემი და ჩემი კოლეგის, გივი კაკუშაძის, მიერ დაარსებული კომპანია Global Governance Lawyer Group (GG Group), რომლის ადვოკატებითაც არის დაკომპლექტებული პლატფორმა. ასევე ჩვენი პარტნიორია ბატონი შალვა ხაჭაპურიძის საერთაშორისო კომპანია, რომელიც WebLaw-ს საერთაშორისო მასშტაბს სძენს.

გარდა ამისა, განსაკუთრებული პარტნიორია ინოვაციური პლატფორმა „სამართლის ექსპერტი“, რომელმაც პირველმა დაანახა საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატებთან კომუნიკაცია და ინტერვიუები, რათა პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები უპასუხოდ არ დარჩეს. აღნიშნული იდეის ავტორია ბიძინა ჩხეიძე, ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული WebLaw-ს განვითარებაში.

WebLaw-ში ახლახან ბევრი რამ შეიცვალა და პლატფორმა „სამართლის აკადემიად“ ყალიბდება. რა არის ამ ტრანსფორმაციის მთავარი კონცეფცია და რა მისია ექნება განახლებულ WebLaw-ს?

ამ კითხვაზე უმჯობესი იქნება ბიძინა ჩხეიძეს გაესაუბროთ, რადგან სწორედ ის არის ამ იდეის დანერგვის მთავარი ავტორი და ვფიქრობ, ამ თემაზე საუბრის საუკეთესო ადრესატიც.

· აკადემიურ ნაწილში დიდი ადგილი ეთმობა სტატიებსა და პუბლიკაციებს. რა თემატიკაზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი და ვინ იქნებიან ამ მასალების ავტორები?

მასალებს მოამზადებს ჩვენი გუნდი, ცნობილი ადვოკატები და პრაქტიკოსები, ასევე მოსამართლეები და პროკურორები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამართლის სხვადასხვა მიმართულებასა და რეზონანსულ საქმეებზე.

· რამდენად ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე ეროვნული სასამართლო და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და როგორ დაეხმარება ეს ბაზა მოქმედ იურისტებსა თუ სტუდენტებს?

ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი იქნება და განსაკუთრებით დაეხმარება ახალგაზრდა იურისტებსა და სტუდენტებს, მიიღონ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე, გაეცნონ სასამართლო პრაქტიკას და გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა.

· საკანონმდებლო სიახლეებისა და ცვლილებების სექცია: როგორ უზრუნველყოფთ ინფორმაციის ოპერატიულ განახლებას, რომ მომხმარებელმა პირველმა შეიტყოს სამართლებრივი სიახლეები?

ამისთვის იმუშავებს მთელი ჩვენი გუნდი. თითოეული წევრი იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლე და ცვლილება აუდიტორიამ ოპერატიულად მიიღოს.

· ბოლოს, გიორგი, რას უსურვებდით მომავალ იურისტებს?

ვუსურვებ, იყვნენ პრინციპულები, შრომისმოყვარეები და შედეგზე ორიენტირებულები. ყოველთვის ჰქონდეთ მიზანი, შექმნან ინოვაციები და კიდევ უფრო გაამარტივონ სამართლებრივი ურთიერთობები

„რა მოხდება, თუ ყველა საჭირო იურიდიულ მომსახურებას ერთი სივრციდან მიიღებ?“ WebLaw-ის ახალი ეტაპი