შრომის უსაფრთხოება და სამართლებრივი დაცვა
საქართველოს შრომითი ურთიერთობების სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასაქამებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. საწარმოო ტრავმა მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა არ არის , იგი ერთდროულად უკავშირდება როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს , ისე დამსაქმებლის სამართლებრივ , ფინანსურ , რეპუტაციულ პასუხისმგებლობას.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები საწარმოო ტრავმის დადგომის შემდეგ მხოლოდ პასუხისმგებლობის ან სანქციების რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას მათი უფლებებისა და იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც მათ ინტერესებსაც იცავს.
მნიშვნელოვნია, თითოულმა დასაქმებულმა იცოდეს, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა მათ აკისრებს არამხოლოდ ვალდებულებებს, არამედ ანიჭებს უფლებას, მოითხოვონ შესაბამსი კონპესაცია, ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება , პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სამართლებრივი რეაგირება.
საწარმოო ტრავმის საქმეები, როგორც წესი კომპლექსურ სამათლებრვი პროცესს წარმაოდგენს, ასეთ საქმეებში ერთიანდება შრომითი სამართალი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული რეგულაციაები, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და უმეტეს შემთხვევაში სისხლის სამართლის ელემენტებიც. სწორედ, ამიტომ, თითოეული ნაბიჯი შემთხვევის დაფიქსირებიდან დაწყებული, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობითა და სასამართლო დაცვით დასრულებული , საჭიროებს პროფესიულ სტრატეგიულ მართვას.
პროცესში ადვოკატის ჩართულობა არა მხოლოდ სასურველი, არამედ პრაქტიკაში უმნიშვნელოვანესია. კვალიფიციური იუდიული მხადაჭრა დასაქმებულს ეხმარება: სწორად მოხდეს შემთხვევის შეფასება, დროულად შეგროვდეს მტკიცებულებები, დაცული იყოს მხარეთა ინტერესები, სწორად განისაზღვროს კონპესაციის საკითხი, თავიდან იქნეს აცილებული დამატებითი სამართლებრივი რისკები და სასამართლებრივი პროცესი წარიმართოს კანონის სრული დაცვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნია იმის გაზრება, რომ უბედური შემთხვევის დროს, არასწორმა კომუნიკაციამ , დაუდევრად შედგენილმა დოკუმენტაციამ ან დაგვიანებულმა რეაგირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დაამძიმოს დასაქმებულის მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში, სწორედ საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომები ხდება შემდგომში მძიმე ფინანსური და სამართლებრივი შედეგების მიზეზი.
შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება არ გულისხმობს მხოლოდ რეგულაციების ფორმალურ დაცვას , იგი გულისხმობს სამართლებრივი პასუხისმგებლობის სწორ გააზრებას, რისკების მართვას ,პრევენციას, პროფესიონალებთან თანამშრომლობას. ამიტომ აუცილებელია დასამქბულებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.
დღევანდელ რეალობაში, როდესაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე კონტროლი წლიდან წლამდე მკაცრდება, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნია არა მხოლოდ პრევენცია , არამედ ძლიერი სამართლებრივი მხარდაჭრის უზრუნველყოფა. ადვოკატის დროული ჩართულობა ხშირად , განსაზღვრავს , თუ რამდენად ეფექტურად იქნება დაცული როგორც ადმიანის უფლებები , ისე კომპანიის სამართლებრივი ინტერესები.
სწორედ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება , პრენციული მიდგომა და პრეფესიული მხარდაჭრა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო , პასუხისმგებლიან და სამართლებრივად დაცულ სამუშაო გარემოს.