გირავნობის საგნის გასხვისების სამართლებრივი შედეგი
იმისთვის, რომ თემატიკის კონკრეტულ ასპექტებს შევეხოთ აუცილებელია გირავნობის ინსტიტუტის მიმოხილვა, რადგან მკითხველისთვის თვალსაჩინო გახდეს ავტორის მიზანი, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დედუქციური მეთოდის გამოყენებით საკმაოდ კომპლექსური ინსტიტუტის შინაარსობრივი დაახლოება მოხდება. გირავნობის ინსტიტუტს დიდი ისტორიული გზა აქვს განვლილი, ძველ რომშიც ამ ინსტიტუტს ხშირად იყენებდნენ, მისი გამოყენება ვაჭრებთან ასოცირდებოდა, რადგან ვაჭრები ძლიერ ფენას წარმოადგენდნენ და საკმაოდ წინდახედული ხალხიც იყვნენ, უზრუნველყოფის ღონისძიებებით გარკვეულწილად თავიანთ თავს იცავდნენ. მსოფლიოში გირავნობის უფლების წარმოშობა რეალურად სამოქალაქო სამართლის განვითარების პირველივე ნაბიჯებთან არის დაკავშირებული, დღესდღეისობითაც აქტულობას არ კარგავს, რამდენადაც სამოქალაქო ურთიერთობები პრაქტიკულად წარმოუდგენელია ისტორიული ინსტიტუტების გარეშე. წინამდებარე სტატია შეეხება გირავნობის საგნის რეალიზაციის უშუალოდ სამართლებრივ ასპექტებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სანივთო უფლებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ გირავნობა, კანონის თანახმად გირავნობა კრედიტის უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც კრედიტორს (მოგირავნეს) ენიჭება უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით ან მასზე საკუთრების მოპოვებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კონკრეტულ დეფინიციას საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 278-ე მუხლი გვამცნობს. ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები შევიდა ამ ინსტიტუტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მოუწია გარკვეული მსჯელობა კონკრეტული ცვლილებების კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმს საკმაოდ რთული ქავერი აქვს.გირავნობის უფლება შეზღუდული სანივთო უფლებაა, რომლითაც მხოლოდ მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები იტვირთება, გირავნობის უფლება ვრცელდება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებსა და ნაყოფზეც. აგრეთვე რეგისტრირებული გირავნობის საგანი შეიძლება იყოს ქონება, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს. გირავნობის უფლებით უზრუნველყოფილია, როგორც მთავარი მოთხოვნა, ასევე მასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, როგორიცაა პროცენტი და პირგასამტეხლო. მკითხველისთვის უფრო თვალსაჩინო, რომ გახდეს კონკრეტული თემა აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება დამცველობით ხასიათს ატარებს კრედიტორისათვის, ხშირად მოვალე და კრედიტორი არ არიან იმგვარ ურთიერთობაში ერთმანეთთან, რომ ბრმა ნდობა გამოიწვიოს ურთიერთობამ, შესაბამისად ეკონომიკის იმ სწრაფი ტემპების კვალდაკვალ, საკმაოდ სოლიდური თანხების ვალდებულების უკან კრედიტორები აუცილებლად მოახდენენ გარკვეული დაცვის მექანიზმის გამოყენებას, კანონმდებლობაც სწორედ, რომ მათ ამის უფლებას აძლევს. მნიშვნელოვნია, აქცესორული ბუნების აღნიშვნა, რისი დეფინიციაც მდგომარეობს შემდეგში, გირავნობა უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვალდებულებას, რომლის გარეშეც ის ვერ არსებობს, თუ ძირითადი უფლება არ წამოიშობა გარგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, გირავნობაც არ ითვლება წარმოშობილად.გირავნობის ურთიერთობაში მონაწილეობს არანკლებ ორი და არაუმეტეს ოთხი პირი, გირავნობა უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნას, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ფულადი სახის იყოს თუმცა აუცილებელია, რომ შესაძლებელი იყოს მისი ფულადი ფორმით გამოხატვა, შესაბამისად გირავნობის ინსტიტუტის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ურთიერთობის მომწესრიგებელ კანონისმიერ მოთხოვნებზე, ასევე კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ისე შედგეს გირავნობის ხელშეკრულება, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული მხარეთა ინტერესები და უფლებები. რადგან გირავნობის დროს არ ხდება საკუთრების გადაცემა, ის გარკვეულ წინაპირობებთან არის დაკავშირებული, მოვალეს აქვს უფლება გაასხვისოს ნივთი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, პრაქტიკაში ხშირად კრედიტორების საფიქრალს სწორედ ეს წარმოადგენს, რა მოხდება თუკი დაგირავებულ ნივთს გაასხვისებს მესაკუთრე, რა სამართლებრივი შედეგი ექნება მას, გირავნობა მოისპობა, გადაყვება ნივთს, თუ აქვს მნიშვნელობა გასხვისების ცნების ქვეშ რას მოვიაზრებთ? ამ ყველაფერზე პასუხის გასაცემად სწორედ სტატიის მთელი რაკურსი იქნება გაკეთებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის სწორ გაგებაზე, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ საკითხს ეხება. გარკვეული დროის მანძილზე სასამართლოში მიდიოდა დავები, როდესაც მხარედ გვევლინებოდა სახელმწიფო, მისთვის გადაცემული ქონება, რომელიც გირავნობით იყო დატვირთული. კონკრეტული სტატია ამ ნაწილსაც შეეხება სადაც სასამართლო პრაქტიკის ანალიზის გამოყენებით გასცემს ბევრ პრობლემატურ საკითხს პასუხს. მექანიზმი, რომელიც დაცვის საშუალებაა აქვს თუ არა გარკვეული ლაფსუსები და არის თუ არა კანონმდებლობაში დაცვის ის მექანიზმი, რაც ამ ინსტიტუტს აძლიერებს და არცერთ მხარეს არ აძლევს უფლებას თვითნებობისა თუ მეორე მხრის ინტერესების საზიანო ქმედების განხორციელებისა. შეგნებულად და გააზრებულად შესავალ ნაწილში კონკრეტული ინსტიტუტის სახეებსა და მის გამოყენების პირობებს არ შევეხეთ, რადგან უშუალოდ თემატიკაზე მსჯელობის დროს შევეხებით იმ ტერმინებს, რომლებსაც გამოვიყენებთ, რადგან მკითხველმა მიიღოს სრული და ადეკვატური პასუხები სტატიის თემასთან დაკავშირებით. უახლოესი ისტორია გვაჩვენებს, რომ კომერციული ბანკები უფრო და უფრო მიმართავენ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას, რაც გარკვეულწილად სოციალური პირობებით არის განპირობებული, შესაბამისად ნაშრომი მხოლოდ კრედიტორის უფლებების ადეკვატურ განმარტებას არ დაეთმობა, არამედ მხარეების უფლებების მთელ სპექტრს მოიცავს, რადგან კონკრეტული მექანიზმი არ გაიგივდეს მხოლოდ ერთი მხარის უფლებრივი აღჭურვით, სწორედ იმ ურთიერთობებში სადაც მოვალე არ არის მესაკუთრე მოგვიწევს გარკვეული კომპელექსური მსჯელობების განვითარება, რაც საკმაოდ აქტუალაურ თემას წარმოადგენს. არცთუ ისე იშვიათად დღევანდელ რეალობაში ნათესაური თუ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე ადამიანები ხდებიან ამ ინსტიტუტის მხარეები, ხოლო მათთვის ნაკლებად ცნობილია მათი ვალდებულებისა თუ უფლებების საკითხები. რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსს ხშირად გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შვილობილს უწოდებენ საინტერესო იქნება, როგორ რეგულირდება საკითხი ნორმატიული თუ პრაქტიკული კუთხით, რაც ჯანსაღი დასკვნის გამოტანის საფუძველს შექმნის და ამავდროულად გაამდიდრებს ნაშრომს სამეცნიერო კუთხით, კვლევის სპექტრად რათქმაუნდა საქართველოს კანონმდებლობა მიგვაჩნია, მაგრამ შედარებით სამართლებრივი ანალიზის მეთოდით პრობლემის გადაჭრის, დადებითი მხარეების აღნიშვნის შესაძლებლობა იზრდება. სტატია დაყოფილია კონკრეტულ თავებად, რაც უფრო მოქნილს გახდის ლოგიკურ ბმას კონრკეტულ თემებთან, ლოგიკური ჯაჭვის შენარჩუნება ისევ და ისევ მკითხველისთვის გასაგებს და აღქმადს გახდის სამეცნიერო ნაშრომს. ხშირად იურისტებისთვისაც საკმაოდ რთულია ამ ინსტიტუტის არსის გაგება და გარკვეულ სიტუაციებში მისი აღქმა, აქედან გამომდინარე იმ ადამიანებს ვისაც იურიდიული განათლება არ აქვს, უფრო მეტად გაუჭირდებათ მისი შემეცნება, რაც საკმაოდ რთული შინაარსობრივი თემით არის განპირობებული. აქედან გამომდინარე მივიჩნიეთ ერთი კონკრეტული საკითხის კვლევა მნიშვნელოვნად, სწორედ ზემოხსენებულმა მსჯელობამ განაპირობა არჩევანი ამ საკითხის ირგვლივ შეჩერებულიყო.