Web Law
image

პაპუნა ონიანი

სისხლი/ადმინისტრაციული სამართალი

Bar Number: 11074

Biography

სისხლის სამართლის მაგისტრი და სისხლის სამართლის სფეროში პრაქტიკოსი ადვოკატი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საგამოძიებო, ასევე საპროკურორო საქმიანობაში.

2019–2021 წლებში იგი საქმიანობდა ქალაქ ქუთაისის რაიონულ პროკურატურასა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სტაჟიორის პოზიციაზე. იყო გამოძიების საპროცესო ზედამხედველი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სასამართლოში.

2021–2022 წლებში პაპუნა ონიანი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში, გამომძიებლის პოზიციაზე. აღნიშნულ პერიოდში, იგი მონაწილეობდა კომპლექსური და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიებაში.


2022–2025 წლებში მუშაობდა ქალაქ ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის პოზიციაზე. სადაც იყო გამოძიების საპროცესო ზედამხედველი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სასამართლოში.

2025 წლიდან დღემდე პაპუნა ონიანი ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს დაცვის სტრატეგიის შემუშავებას, სასამართლოში ინტერესების წარმომადგენლობას, საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებასა და კლიენტებისთვის კომპლექსური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას.

პაპუნა ონიანი ფლობს ინგლისურ ენას და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას, არგუმენტირებული სამართლებრივი პოზიციის ფორმირებასა და კლიენტის ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობას.

languages: ქართული, ინგლისური, რუსული

Years of Experience: 9

Consultation Fee: 120