Web Law
image

თინათინ ხავთასი

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი

Bar Number: 10140

Biography

თინათინ ხავთასი არის საადვოკატო ბიურო Tinatin Khavtasi Law Office დამფუძნებელი
და მმართველი პარტნიორი.
2020 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ხოლო 2022 წელს წარჩინებით დაასრულა
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და
მიენიჭა კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2022 წლიდან არის საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული
ადვოკატი. იურიდიულ მომსახურებას ახორციელებს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2023 წლიდან იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორ ფიზიკურ, ისე იურიდიულ
პირებს და კომპანიებს უზრუნველყოფს გარე იურიდიული მხარდაჭერით (Outsource
Legal Service).
მისი მომსახურების სფეროებია:სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი;
ბავშვთა უფლებები; ბიზნეს სამართალი; შრომის სამართალი; საოჯახო სამართალი;
მემკვიდრეობითი სამართალი; ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;
საიმიგრაციო სამართალი; ადმინისტრაციული საქმის წარმოება; არბიტრაჟი;
სასამართლო საქმის წარმოება; მედიაცია და დავების მოგვარება.

არის პუბლიკაციის ავტორი - ნაშრომის „სამოქალაქო საპროცესო პრინციპების
გამოყენება სასამართლოსი საქმეთა განხილვისას“. ასევე, გავლილი აქვს არაერთი
პროფესიული ტრენინგი შრომით, სამეწარმეო და ადამიანის უფლებათა სამართალში.

languages: ქართული, ინგლისური

Years of Experience: 6

Consultation Fee: 100