Logo
WebLaw
image

ანა ჟორჟოლიანი

კორპორატიული იურისტი

სიითი ნომერი:

ბიოგრაფია:

კერძო სამართლის მაგისტრი და კორპორატიული მიმართულებით მომუშავე იურისტი, მრავალწლიანი საბანკო და საკონსულტაციო გამოცდილებით.

2021–2025 წლებში იგი საქმიანობდა სს „თიბისი ბანკში“ იურისტის პოზიციაზე, სადაც ჩართული იყო საბანკო და კორპორატიული სამართლის საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფაში, ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზში, სამართლებრივი რისკების შეფასებასა და კომპლექსური სამართლებრივი დასკვნების მომზადებაში.

2025 წლიდან დღემდე ანა ჟორჟოლიანი დასაქმებულია სს „ლიბერთი ბანკში“ იურისტის პოზიციაზე, სადაც აგრძელებს საქმიანობას კორპორატიული და საბანკო სამართლის სფეროში.

საბანკო სექტორში მუშაობის პარალელურად, იგი დამოუკიდებლად უწევს იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა კომპანიებს — როგორც ერთჯერადი, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში. მისი საქმიანობა მოიცავს კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადებას, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივ ანალიზსა და ბიზნესსაქმიანობის სამართლებრივ უსაფრთხოებას.

ანა ჟორჟოლიანი ფლობს ინგლისურ ენას და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლებრივი პოზიციის სიზუსტეს, არგუმენტირებულობასა და ბიზნესინტერესების ეფექტიან დაცვას.

ენები: ქართული, ინგლისური

გამოცდილების წლები: 7

კონსულტაციის საფასური: ₾80