ფრიდონ სიხუაშვილი
საერთო სპეციალიზაციაBar Number: 1949/1
Biography
იურიდიული კომპანია „ფრიდონი სიხუაშვილი და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
მას აქვს საადვოკატო მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით.
სპეციალიზირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო/სისხლის სამართალი) საკითხებში.
2001 წელს დაამთავრა ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიული და ეკონომიური ფაკულტეტი.
2002 წლიდან დღემდე წარმატებით ეწევა საადვოკატო საქმიანობას.
მონაწილეა საერთაშორისო ტრენინგების, რომლებიც ორგანიზებულია:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ
ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ
ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის მიერ
წევრობა და წარმატებები:
2006 წელს დააარსა ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია „ადვოკატი“.
2007 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სარევიზიო კომისიის წევრი.
მიღწევები:
2016 წელს დაჯილდოვდა პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის „ბროლის გულით“ ადვოკატთა უფლებების უანგარო დაცვისთვის – პირველი ქართველი ადვოკატი, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
2023 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის მიერ ადვოკატთა უფლებების დაცვისთვის გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის.
ფრიდონი სიხუაშვილი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე და ყოველთვის იცავს კლიენტთა ინტერესებს.
languages: ქართული, რუსული
Years of Experience: 20
Consultation Fee: 180