ლაშა კაკაშვილი
თარჯიმანიBar Number:
Biography
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი (PhD) და სინქრონული
თარგმნის კომპანია, LIS Caucasus-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. კომპანია
სინქრონული და თანმიმდევრული თარგმნის მომსახურებას უწევს როგორც
სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისე კერძო სექტორს.
ათწლეულზე მეტია, რაც ლაშა ხელმძღვანელობს სინქრონულ თარგმანის პროცესებს
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებზე, ოფიციალურ შეხვედრებსა და საქმიან
მოლაპარაკებებზე. LIS Caucasus-ის მეშვეობით, იგი მომხმარებელს სთავაზობს არა
მხოლოდ პროფესიონალ სინქრონისტ თარჯიმანთა მომსახურებას, არამედ სრულ
აუდიო-ვიზუალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ნებისმიერი ფორმატის — ფიზიკური თუ
დისტანციური — ღონისძიებებისთვის.
სინქრონული თარგმნის პარალელურად, ლაშას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება
საჯარო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პროექტების მართვის კუთხით.
მისი პროფესიული პორტფოლიო მოიცავს მასშტაბური ინიციატივების
ადმინისტრირებას, სტრატეგიული თანამშრომლობის ქსელის გაფართოებასა და
ფონდების მოზიდვას.
ამასთანავე, იგი აქტიურ აკადემიურ მოღვაწეობას ეწევა კავკასიის უნივერსიტეტში,
სადაც ასწავლის საერთაშორისო ურთიერთობებს და სტუდენტებს საკუთარ თეორიულ
ცოდნასა თუ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს.
languages:
Years of Experience: 9
Consultation Fee: